საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.
3.ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.
4.ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
The amendments this article has been through
Clarification on the handling of material evidence with or without value, specifying its destruction or transfer to the state. Also details requirements for judicial orders regarding disposal of valuable evidence during investigation and prosecution.
amending act №25624Emphasizes the independence of the judiciary and prohibits interference in the administration of justice.
amending act №29152The amendment broadens the scope of property returned to victims or acquitted persons, explicitly including all belongings except those subject to financial liability, and applies the vehicle return procedure from Article 123.
amending act №32230Article 667: Changes the phrasing of who can issue a ruling (investigator or prosecutor) to court (judge).
amending act №16990These lawyers work in the legal area related to this article.