საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 128. მტკიცებულებათა შეკრება
1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.
2. საკასაციო წარმოების სტადიაზე წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.
3. სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
