საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურორის, სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
3.217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და მიღებული თანხები ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, ხოლო 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას აუნაზღაურდება ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
4.სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5.სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები.
6.სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის), შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
7.წინასწარი გამოძიების დროს, აგრეთვე განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.
8.რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.
9.მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.
10.გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
11.მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ, არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და გამოსწორებამ.
12.სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო მოსარჩელეს.
13.პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
14.სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 თავი XXVIII რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
The amendments this article has been through
Specifies the conditions under which a suspended sentence can be imposed.
amending act №26092Clarifies how changes in the Criminal Procedure Code affect existing legal proceedings.
amending act №29152The amendment details which court costs can be charged to the convicted party or reimbursed to individuals/entities, specifically addressing payments to state forensic institutions as outlined in Article 104(3).
amending act №28672Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.