საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.
3. გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XIV სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
