1.საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.
