1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება: ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.
3.(ამოღებულია).
4.გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.
5.(ამოღებულია).
6.გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.
7.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
The amendments this article has been through
Outlines when search warrants are required and allows exceptions in urgent cases, with notification requirements.
amending act №21748Clarifies the rules regarding extradition.
amending act №26092Not directly amended; previous digest incorrectly included this article.
amending act №31054Modifies the definition of the principles of criminal procedure.
amending act №29152This amendment allows investigators/prosecutors to conduct searches without prior court authorization in urgent cases, but requires notification of the magistrate/regional (city) court within 24 hours and provision of supporting materials.
amending act №27844Allows investigative actions impacting privacy (search/seizure) without prior judicial order in urgent cases, with post-facto notification to a Magistrate Judge.
amending act №26650The change removes the non-appealability of a judge’s order regarding investigative actions impacting privacy (search, seizure, etc.). This fundamentally alters the process for challenging such orders.
amending act №1110096The definition of what constitutes unlawful recognition of investigative action and inadmissibility of evidence is clarified to include cases before an investigation begins.
amending act №33190Modifies language related to restrictions on privacy during investigative actions, specifically regarding search warrants and potential termination of a criminal case.
amending act №15484Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
amending act №16990Modifications to warrant requirements for searches. Moderate - affects balance between investigation & privacy.
amending act №11710Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი