1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.
3.საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა, რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.
4.მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ; დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის და პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.
6.გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
7.მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
8.საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს ან პროკურორს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
The amendments this article has been through
Changes relate to postal/telegraph correspondence and its seizure during investigations.
amending act №4416099Highlights the duty to ensure the rights of the accused are protected.
amending act №29152These lawyers work in the legal area related to this article.