საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 89. სამოქალაქო მოპასუხე
1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის შედეგად, და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
