საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ: ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები; ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს; გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება; დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.
3.თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.
4.სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.
5.(ამოღებულია).
6.განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.
7.თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
8.იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.
9.თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Specifies the grounds for challenging expert testimony.
amending act №26092Clarifies conditions for a simplified trial procedure based on guilty plea.
amending act №31054Modifies sentencing guidelines in cases where a confession is accepted, but does not directly relate to forensic accounting expertise.
amending act №25402Reinforces the independence of those involved in the process (investigators, prosecutors, judges) and clarifies the role of the Constitutional Court.
amending act №29152Change in number within a section. Insignificant; purely numerical adjustment.
amending act №11710These lawyers work in the legal area related to this article.