მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
Article 19. კომერციული გარანტია
1. მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, შესაბამისი საქონლის ან მომსახურების რეკლამაში მოცემული პირობები.
2. კომერციული გარანტია უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს; ბ) მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საგარანტიო პირობებს, მათ შორის, კომერციული გარანტიის ხანგრძლივობასა და მოქმედების ტერიტორიას და მისი გასაჩივრებისთვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, მოვაჭრის სახელსა და მისამართს.
3. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციული გარანტია მას წერილობით ან მისთვის მისაღები სხვა ფორმით უნდა მიეწოდოს.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ვერ მოახდენს გავლენას კომერციული გარანტიის ნამდვილობაზე.
5. კომერციული გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია.
