1.მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: ა) თეოლოგიის ; ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა; დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა; თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
