Article 47^6. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 47 7 . დისტანციური სწავლება 1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.
