1.ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების − სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას.
2.სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის, სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის, მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.
3.ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე, ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვისთვის გამოყენებას.






