განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Article 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი): ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი. 1 1 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს: ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ 1 ) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ 2 ) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ 3 ) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას; ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას; ე 1 ) (ამოღებულია - 04.02.2026, №1355). ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას; ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას; თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
