1.ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ 1 ) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; ბ 2 ) ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას; ბ 3 ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; [ დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლებისა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445) ; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3.სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5022 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5278 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4161 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1647 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.






