საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 58. გადასახადით დასაბეგრი მართლსაწინააღმდეგო შემოსავალი ან ოპერაცია
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავალი სრულად ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას, იგი არ იბეგრება.
