საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 145. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი
1. საგადასახადო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების დარღვევა .
2. საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია : ა ) საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 81- ე მუხლით განსაზღვრული „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარი და შესაბამისი წერილობითი შესაგებლის წარდგენა ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა ; ბ ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის წარდგენილი , ამ კოდექსის მე -80 მუხლით განსაზღვრული „ საგადასახადო მოთხოვნა “; გ ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ კოდექსის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ( გარდა იმ აქტებისა , რომლებიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ) წარდგენა .
3. ამ მუხლის მე -2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს , სადავო საკითხი გაასაჩივროს ამ კარით დადგენილი წესით და აირჩიოს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმა .
