1.„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, თუ დადგინდა მისი წარდგენის საფუძვლის არსებობა.
3.„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველია გადასახადის ან/და საურავის ზედმეტად გადახდილი თანხა.
4.„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) მისი გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი); დ) მისი წარდგენის საფუძვლები; ე) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადისა და საურავის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ვ ) დავის განხილვის ფორმა ( საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში ).
5.„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ უნდა დაერთოს საბუთები, რომელთა საფუძველზედაც მოხდა მისი წარდგენა.
6.„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ უნდა ჩაბარდეს უშუალოდ საგადასახადო ორგანოს ან უნდა გაიგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106






