Article 56^3. არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების აკრძალვა
აკრძალულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეგროვებული ან მათ მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის პროფილის შექმნით, ქცევისკენ მიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 56 4 . პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები 1 . მ აუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
2. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.
3. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ პირის პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მედიამომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიომონტაჟის ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელისა და მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ეს გავლენა ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 58. მთავარი მოვლენა 1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას.
2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს.
3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გადაცემისა. ამ შემთხვევებში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.
4. ტელემაუწყებლები, რომლებიც გადასცემენ მთავარ მოვლენას მოკლე საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით, ვალდებული არიან სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით უზრუნველყონ სხვა მაუწყებლების დაშვება მთავარი მოვლენის გადაცემაზე. მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების პირობები დაშვების მსურველს უნდა ეცნობოს დროულად, მთავარი მოვლენის დადგომამდე იმგვარად, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს მთავარი მოვლენის გადასაცემად. # 5. თუ ტელემაუწყებელი ფლობს მთავარი მოვლენის გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას, დაშვება აღნიშნული მოვლენების საინფორმაციო გამოშვებებში გასაშუქებლად მოპოვებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მაუწყებლობის შესახებ
