კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.კომერციული ბანკი უფლებამოსილია: ა) ამ მუხლის 1 1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება; ბ) (ამოღებულია - 23.12.2018, №1895) ; გ) ამ მუხლის 1 1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი წილი 20 პროცენტს აღემატება. ამ შემთხვევაში ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე აღნიშნული წილი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს; დ) მიიღოს საწარმოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. კომერციულმა ბანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო კომერციულმა ბანკმა, არ არის ამ მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კომერციულმა ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში კომერციულ ბანკს უფლება აქვს, წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა კომერციულ ბანკს ანიჭებს საწარმოს კონტროლის და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან მის გასხვისებამდე დაუშვებელია ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება; ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება. 1 1 . კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. [ 1 1 . კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს ნებისმიერი ოდენობის წილს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგულ კომპანიაში, აგრეთვე იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობაც არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისთვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 1 2 . კომერციულმა ბანკმა ინვესტიციების საქართველოს ფარგლების გარეთ, უცხო ქვეყანაში განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის, შესაძლებლობას.“;
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვისგან. 2 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლებითაც იხელმძღვანელებს იგი კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
3.კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ.
5.ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს).
6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის სტრუქტურის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება ან/და გამიჯვნა, თუ მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.
7.კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელსაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლიცენზირების პირობებთან/კრიტერიუმებთან ბანკის შესაბამისობაზე, წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 24.03.2006 წ., მუხ.59 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია: ა) ამ მუხლის 1 1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება; ბ) (ამოღებულია - 23.12.2018, №1895) ; გ) ამ მუხლის 1 1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი წილი 20 პროცენტს აღემატება. ამ შემთხვევაში ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე აღნიშნული წილი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს; დ) მიიღოს საწარმოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. კომერციულმა ბანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო კომერციულმა ბანკმა, არ არის ამ მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კომერციულმა ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში კომერციულ ბანკს უფლება აქვს, წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა კომერციულ ბანკს ანიჭებს საწარმოს კონტროლის და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან მის გასხვისებამდე დაუშვებელია ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება; ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება. 1 1 . კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. 1 2 . კომერციულმა ბანკმა ინვესტიციების საქართველოს ფარგლების გარეთ, უცხო ქვეყანაში განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის, შესაძლებლობას.“; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვისგან. 2 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლებითაც იხელმძღვანელებს იგი კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ. 5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს). 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის სტრუქტურის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება ან/და გამიჯვნა, თუ მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 7. კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელსაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლიცენზირების პირობებთან/კრიტერიუმებთან ბანკის შესაბამისობაზე, წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 24.03.2006 წ., მუხ.59 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
The amendments this article has been through
point 1¹ reformulated: Commercial banks are prohibited from directly or indirectly holding any stake in a factoring company, non-financial entity, or entity not linked to banking/social projects (excluding securities for due diligence operations).
amending act №6823411Describe your situation — we'll help you find the right specialist.