კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 2. კანონის მოქმედების სფერო
1. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 1 1 . აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, სამეწარმეო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, VIII თავით, 152-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით, 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 166-ე მუხლის პირველი პუნქტით, 169-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით, 170-ე და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 192-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით, 193-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5−მე-10 პუნქტებით, 194-ე და 201-ე მუხლებით, 202-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებითა და 225-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე.
