„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 13^2. ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
1. აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრსა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების შეტანისას უზრუნველყოს სამსახურისთვის ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობების წარდგენა.
2. საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრსა და სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების თაობაზე შეატყობინოს სამსახურს ან/და პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
