„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 19. ხარისხის უზრუნველყოფა
1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად.
2. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მისი განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აღნიშნული სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს.
