Article 51
1. დაუშვებელია ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ნორმატიული აქტის შესასრულებლად სათანადო ზომების მიუღებლობა ან დაბრკოლების შექმნა.
2. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას, ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს არ აქვს იურიდიული ძალა.
3. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
4. თუ იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
