შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა საქართველოში მისი გამგზავრების შემდეგ ხორციელდება, უნდა არსებობდეს ამის შესახებ შეთანხმება ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2.თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება, შვილად აყვანის საქმეს საქართველოს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად განიხილავს.
3.სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალური ორგანო მშვილებლებზე ( მშვილებელზე) გასცემს საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის ( სერტიფიკატის) დედანს, ხოლო ასლს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის.
These lawyers work in the legal area related to this article.