1.თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები ( მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა, ცენტრალური ორგანო იწყებს ამ ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურას.
2.თუ ბავშვი მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან 8 თვის განმავლობაში საქართველოში ვერ გაშვილდა, იმავდროულად დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში გაშვილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, ცენტრალური ორგანო საკუთარი ინიციატივით ამზადებს გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშს და მას კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე.
4.სასამართლომ შესაძლებელია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.






