საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
Article 4. საჯარო განხილვა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 19 Jun 2023
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას საჯარო განხილვის პროცედურები განისაზღვრება იმ სახელმწიფოსთან შეთანხმების შედეგად, რომლის ტერიტორიაზე დაგეგმილმა საქმიანობამ, ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე ან რომლის გარემოზე შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს საქართველოში გზშ-სადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ ან სგშ-სადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
