Article 15. ანაზღაურების პოლიტიკა
1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობა დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილზე არსებით გავლენას ახდენს. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად უნდა გასაჯაროვდეს.
2. ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა ისე უნდა შემუშავდეს და ხორციელდებოდეს, რომ დაცული იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები, გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეეწყოს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა მონაწილეების გრძელვადიან, საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; დ) საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ განაახლოს ისინი; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.
