1.ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.
2.კოლეჯების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3.კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატა.

