სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Article 14. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ეკონომიკურმა ოპერატორმა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარუდგინოს: ა) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას სამშენებლო პროდუქტი; ბ) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა სამშენებლო პროდუქტი. თავი IV ტექნიკური მოთხოვნები
