1.ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი: ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს დროშით მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის პროდუქტი ან ზღვის სხვა პროდუქტი; ბ) პროდუქტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ და საქართველოს დროშით მცურავ გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტისგან.
Article 108. საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
