საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
Closest in meaning — including in other laws
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
Always up-to-date legal framework
2.მომთხოვნმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მიზანი, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის მოთხოვნა. ინფორმაციის სპონტანურად გაგზავნის შემთხვევაში, მხარემ, რომელმაც გასცა ინფორმაცია უნდა აცნობოს მეორე მხარეს მიზანი, რისთვისაც ინფორმაცია მიეწოდა.
3.მხარემ, რომელმაც გასცა ინფორმაცია, შესაძლოა დააწესოს შეზღუდვები გაცემული ინფორმაციის გამოყენებაზე, რასაც მეორე მხარემ პატივი უნდა სცეს. ეს შეიძლება მოიცავდეს შეზღუდვას წვდომაზე, შეზღუდვას შემდგომ გადაცემაზე და პირობებს მის წაშლაზე ან განადგურებაზე. ინფორმაციის გაგზავნის შემდგომ, ამგვარი შეზღუდვების დაწესების თაობაზე შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს მას მერე, რაც გამოვლინდება შეზღუდვების დაწესების საჭიროება.
4.მხარეებმა უნდა შეინახონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცემული და მიღებული მონაცემების ჩანაწერები, მათ შორის მათი გაცემის საფუძვლები.
These lawyers work in the legal area related to this article.