Article 79. ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე
1. ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ბავშვისთვის იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას ტელეფონით, ადაპტირებული ინტერნეტგვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მიმართვის ფორმებისა და ყველა სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
