საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
Article 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.






