1.ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
2.ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის.
3.ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.




