1.სამსახური არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს .
2.სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით . სამსახურზე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია . დაუშვებელია , სამსახურს დაევალოს რაიმე ინფორმაციის მოპოვება ან სხვა ქმედების განხორციელება .
3.სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და მას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ . სამსახურზე არ ვრცელდება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -11 მუხლის მოთხოვნები .
4.სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით , აგრეთვე დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში . სამსახურს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში კომერციულ ბანკშიც გახსნას .
5.სამსახურის მართვასთან , სტრუქტურასთან , უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .




