რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კრედიტორთა კომიტეტის წევრი, კრედიტორი, ექსპერტი ვალდებულია მესამე პირს არ გადასცეს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე, რომლის ინტერესების დასაცავადაც მოქმედებს კონფიდენციალურობის ვალდებულება, თანხმობას განაცხადებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2.კონფიდენციალურობის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ქონების შესწავლისთვის, მართვისთვის ან რეალიზაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებისას გამოიყენოს.
These lawyers work in the legal area related to this article.