„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 3. კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები
1. კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები : ა ) იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) დამატებითი აქტივები ; გ ) დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები .
2. კომერციულ ბანკს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში აქტივის შეტანა , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) ამ აქტივზე ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება ; ბ ) ეს აქტივი დეფოლტშია .
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ძირითად მოთხოვნებს : ა ) სესხის ხელშეკრულება წარმოშობს ნამდვილ და აღსრულებად ფულად მოთხოვნას , რომლის ღირებულების დადგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ; ბ ) იპოთეკა აკმაყოფილებს მისი წარმოშობისთვის საჭირო , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას და აღსრულებადია ; გ ) კომერციულ ბანკს , როგორც კრედიტორს , შეუძლია იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის დროის გონივრულ მონაკვეთში დაკმაყოფილება ; დ ) იპოთეკა პირველი რიგის უფლებაა .
4. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა ( ან მისი ნაწილი ), რომელიც ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , არ უნდა აჭარბებდეს აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60 პროცენტს , თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი ქონება , ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება − 80 პროცენტს . ამ პუნქტით დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაზე , როდესაც ერთზე მეტი იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია , საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე , უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით დადგენილზე უფრო მკაცრი ზღვარი .
