კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
For information only — not legal advice.
1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; [ ბ) სესხების გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციული გარიგებების დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა, ფორფეტირების ჩათვლით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე 1 ) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი 1 ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი 2 ) ქონების იჯარით გაცემა; ი 3 ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ი 4 ) ქონების ლიზინგით გაცემა; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება; ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
2. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება წესრიგდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ და „ი 4 “ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ