ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური მონაცემებისა და კონფიდენციალური აგრეგირებული მონაცემების არაუფლებამოსილი პირისგან დაცვა.
2.მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი აქტების შესაბამისად, აგრეთვე სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით.
3.ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მიღებული/შეგროვებული, იდენტიფიკატორის შემცველი ინდივიდუალური მონაცემები მუშავდება და ინახება მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის დასრულებამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.იდენტიფიკატორის შემცველ მონაცემთა შეგროვების პირველადი ფორმები მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, მათ შორის, ქაღალდის სახით არსებული ფორმები უნდა განადგურდეს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.
These lawyers work in the legal area related to this article.