პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თუ მონაცემთა დამუშავებაშიჩართულიარიან თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, ისინი ვალდებული არიან წინასწარ წერილობით განსაზღვრონ ამ კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით თითოეულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისა და ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
2.თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და წერილობითი შეთანხმებით.
3.თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემთა სუბიექტისთვის. მონაცემთა სუბიექტს არ ეზღუდება თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება.
These lawyers work in the legal area related to this article.