1.პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
1.პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მინისტრი უფლებამოსილია შექმნას და გააუქმოს შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულება.
3.პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4.პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულების არსებობის შემთხვევისა. შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით.
5.პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
6.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულების დაწესებულება.
7.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება; ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება.
8.ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. თავი VIII თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები
These lawyers work in the legal area related to this article.