Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, გარდა ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევისა.
2.ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი.
3.დაუშვებელია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა.
4.ბრალდებული/მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებული/ მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ მან მისი მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა.
5.პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6.პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
These lawyers work in the legal area related to this article.