Article 71. დისციპლინური სახდელი
1. დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისი ქმედების პროპორციული უნდა იყოს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ.
3. ჯგუფური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელი ინდივიდუალურად განისაზღვრება.
4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ კოდექსის 62-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
