Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინოვაციების შესახებმუხლი 15⁸

ინოვაციების შესახებ

მუხლი 15⁸. ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2025
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურებასაინვესტიციო მიგრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელი სუბიექტი აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაბამის განაცხადს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

2.სუბიექტს ამ კანონით განსაზღვრულ სტატუსს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

3.სუბიექტი ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონედ ითვლება მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია ყოველწლიურად, ამ სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს 12-თვიან პერიოდს, რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მოქმედების ვადის ამ სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში 1 წლით გაგრძელების შესახებ, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იგი სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

5.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი, აგრეთვე კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

6.სუბიექტისთვის ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და მისი გაუქმების წესები, აგრეთვე სტატუსთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თვის პირველი რიცხვიდან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გაუქმებულად ითვლება. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი III ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 15⁷შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობის ნებართვა სტარტაპერებისთვის2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-24 · №2

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინოვაციების შესახებ

  • 15²ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა
  • 15³ინოვაციური სტარტაპის ხელშემწყობი მექანიზმები
  • 15¹ინოვაციური სტარტაპი

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

  • 4ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი
  • 6ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურება
  • 7ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმება

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 10განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 23²ბენეფიციარის სტატუსისა და ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების წესი

კონკურენციის შესახებ

  • 13სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 8რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 31იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23²810691315⁴15²15³15¹3146715⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…ინვესტიციების სახელმწი…საავტორო და მომიჯნავე …კონკურენციის შესახებყოფილი სსრკ-ის მიერ XX…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2025