ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიოლოგიური ნიმუში − ადამიანის (ფიზიკური პირის) ან გვამის ქსოვილის ან ორგანოს ნაწილი ან/და ორგანიზმის გამონაყოფი/სითხე, რომლის უჯრედები შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება − საექსპერტო ტექნოლოგიით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა; გ) გენეტიკური პროფილი − დნმ-ის გენეტიკური ანალიზის შედეგად მიღებული და კომპიუტერულად დამუშავებული უნიკალური, მუდმივი მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა; დ) დნმ-ის მონაცემთა ბაზა − მონაცემთა ბაზა, რომელიც იქმნება ბიუროში და რომელშიც ინახება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი; ე) ბიურო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; ვ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ
Article 2. ტერმინთა განმარტება
Consolidation №1 Verified against the current consolidation · 10 Dec 2025



