ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია; ბ) ფსიქოაქტიური ზეგავლენა – აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა; გ) ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზურად დამზადებული ქიმიური ნაერთი; დ) მინარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც ერთ ან ერთზე მეტ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს; ე) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ
Article 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 5 Jul 2018
