1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წინასწარ გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს მასში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში მისი დაბრუნებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის ან/და ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება. ამ გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ.
3.თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მისი არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
4.თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისთვის აღნიშნული აქტის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.
5.დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან წარმოშობის ქვეყანაში გაძევება ან ექსტრადიცია მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან მისთვის ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებამდე.
6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის მისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
These lawyers work in the legal area related to this article.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ