1.მიმწოდებელს უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და, დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს წერილობით აცნობოს, საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ (ამ პროცედურის დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებლისაგან დეპოზიტის მოთხოვნა). აღნიშნული შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს ამ მომხმარებლის მიერ დარიცხული თანხის ვადაგადაცილებით გადახდის, შესაბამისი თვის ქვითრის გამოწერისა და ამ ქვითარში მოცემული გადახდის ვადის თარიღებს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
