საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 143. (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი XVI 1 ფარული საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. მუხლი 143 1 . ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები # # 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია: ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; დ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; ე) ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება; ვ) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.
